LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი 100-ლარიანების დამზადებისთვის ბრალი სამ პირს წაუყენეს – დაკავებულ 1 პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

154
100 ლარიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების მუხლით ბრალი სამ პირს წარუდგინეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია.

უწყების განცხადებით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 11 800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.

 

magti 5g