LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი

122

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით,“ – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g