LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყალბი დოკუმენტებით დაირეგისტრირა 800 ათას ლარზე მეტი ღირებულების 2 მიწის ნაკვეთი“ – სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისთვის ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

202
Untitled design

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა 15 360 მ2 მოცულობის 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 828 960 ლარს.

„მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g