LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს

749
Yandex Go

სატრანსპორტო და მიტანის სერვისების კომპანია Yandex Go საკვების მიტანის სერვისს აფართოებს და მას ბათუმშიც ამატებს. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ საკვების შეკვეთა აპლიკაციიდან და მისი მიღება სახლსა თუ ოფისში, საშუალოდ, 30 წუთში.

სერვისს უკვე შეუერთდნენ როგორც საერთაშორისო ქსელები, ისე ადგილობრივი ობიექტები. პარტნიორებს შორისაა Wendy’s, Dunkin Donuts, Subway, Pizza Hut, Aromi Italiani, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს შორის კი – Meama და One Price. Yandex Go იუწყება, რომ პარტნიორების სია ეტაპობრივად გაფართოვდება.

მომხმარებლებს შეკვეთა შეუძლიათ Yandex Go აპლიკაციის საკვების განყოფილებაში. სერვისი იყენებს ალგორითმებს, რომლებიც აანალიზებენ რესტორნების მდებარეობასა და გზების მდგომარეობას, რათა კურიერებმა შეკვეთები სწრაფად და ეფექტიანად მიიტანონ. კურიერები გადაადგილდებიან როგორც ფეხით, ისე მანქანებით – მანძილისა და საცობების გათვალისწინებით.

Yandex Go აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში დააკვირდნენ შეკვეთის სტატუსს და კურიერის ლოკაციას.

განსაკუთრებული აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს, ვინც 24 ლარზე მეტის შეკვეთას განათავსებენ, შეუძლიათ ისარგებლონ 12 ლარის ფასდაკლებით. ამისთვის საჭიროა პრომო კოდის – GO12 გამოყენება გადახდამდე.

Yandex Go საქართველოს მასშტაბით საკვების მიტანის გეოგრაფიას ეტაპობრივად აფართოებს და გეგმავს სერვისის სხვა ქალაქებში ამოქმედებასაც.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g