მაღაზიამ ”სამოსელი პირველი” ახალი კოლექცია წარმოადგინა. კოლექციის ნაწილი ყატარშია გაგზავნილი, სადაც მისი გამოფენა–გაყიდვა გაიმართება.
როგორც ”ფორუნა პლუსთან” საუბრისას ”სამოსელი პირველი”-ს მენეჯერმა ანა ნინუამ განაცხადა, მათი პროდუქცია ექსკლუზიურია და თითქმის არასოდეს იკერება ერთი და იმავე დიზაინის სამოსი.
”ჩვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. უმეტესად ვიყენებთ შალს. აბრეშუმს, ხავერდს და თითოეულ სამოსს ვქარგავთ ხელით, ან სპეციალური მანქანით. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლას, გაცოცხლებას და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას”, – განაცხადა ანა ნინუამ.
მისივე ინფრომაციით, კაბებისა და ფეხსაცმლის შეძენის გარდა მაღაზიაში შესაძლებელია პროდუქციის დაქირავებაც. ქალის სამოსის ფასი სულ მცირე 200 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის, ხოლო ჩოხების სრული კომპლექტის ქირაობა 250-დან 300 ლარამდეა შესაძლებელი.
„სამოსელი პირველის“ პირველი მაღაზია თბილისში , 2010 წლის 24 აპრილს გაიხსნა, ის ჭავჭავაძის 22 ნომერში მდებარეობს და კვირის გარდა, ყოველდღე 11:00-დან 19:30 საათამდე მუშაობს.