LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა კაცებში პროსტატის კიბოს, ქალებში კი ენდომეტრიული სიმსივნის რისკებს ამცირებს – კიდევ რა სარგებელი აქვს ყავას

1533
yava 2

ყავას ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ალბათ, თქვენ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც ყავაზე დამოკიდებულად თვლის თავს. თუ თქვენ ასეთი ხართ, ეს ინფორმაცია ზუსტად თქვენთვისაა.

ის თქვენს გონებას აფხიზლებს

ყველასთვის ცნობილია, რომ კოფეინი ტვინს გამოფხიზლებაში ეხმარება და სწორედ ამიტომ, ყავას ყველაზე ხშირად დილით სვამენ. გარდა ამისა, კოფეინი სისხლში გლოკოზის დარეგულირებას ხელს უწყობს და სხეული ენერგიაზე მოჰყავს.

ებრძვის ჭარბ წონას

ჭარბი წონა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პრობლემაა. აი, კოფეინი კი წონის შემცირებას ხელს უწყობს. ის მაგნიუმს და კალიუმს შეიცავს. ეს მინერალები ინსულინის დონეს არეგულირებს,  სხეულს ეხმარება, რომ  შაქრის დაგროვება არ მოხდეს, ეს კი წონის შემცირებას ხელს უწყობს. უცხოელი სპეციალისტები გირჩევენ, უპირატესობა შავ ყავას მიანიჭოთ.

ამცირებს კიბოს გაჩენის რისკებს

ყავა მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. კვლევებმა აჩვენმა, რომ ყავა კაცებში პროსტატის კიბოს გაჩენას 20%-ით ამცირებს, ხოლოდ ქალებში  25%-ით ნაკლებია ენდომეტრიული სიმსივნით დაავადების რისკი.

ეს ბენეფიტები ყავის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია თქვენი სხეულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g