LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი ოპოზიციის წერილზე: დამისახელეთ ერთი დეზინფორმაცია ან ცილისწამება ჩემს კითხვაში ან ჩვენს დამოკიდებულებაში

70
მიხეილ ყაველაშვილი

„დამისახელეთ ერთი დეზინფორმაცია ან ცილისწამება ჩემს კითხვაში ან ჩვენს დამოკიდებულებაში“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნებიდან“  წასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი 48 დეპუტატის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ეხმაურება.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მათი ეს აზრი და წერილის პათოსი, ცილისწამება, დეზინფორმაცია და თავდასხმა არცერთ კონკრეტულ ფაქტს არ ეფუძნება.

მონობა ისაა როცა პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ, აბა მითხარით თქვენს იმედზე ხალხი როგორ უნდა იყოს და რომელ ბრძოლაში გამოგყვნენ? – დიმიტრი ხუნდაძე

„მაშინ თქვენ უნდა მომიყვანოთ, სად გამოიკვეთა, რომ მე ან ჩემი კოლეგები, რომელიმე თავს დაესხა. თუ კითხვის დასმაში გულისხმობთ, რომ ეს არის თავდასხმა ან არ შეიძლება, რომ რადგან ამერიკის ელჩია ან ევროკავშირის წარმომადგენელია, მათ კითხვა არ უნდა დავუსვათ, მაშინ ვერასდროს ერთმანეთს ვერ გავუგებთ.

დასავლეთის ნებისმიერ ელჩს ჰკითხეთ, ნებისმიერ ევროპარლამენტარს, რასაც მე ვიძახი, ეს არის ჩვეულებრივი აქსიომა. პირიქით, აუცილებელიცაა, რომ კითხვები დაისვას თუ რამე წარმოიშვება, იმაზე პასუხები უნდა გაიცეს. მით უმეტეს პარტნიორებს შორის, როცა ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. არ უნდა დარჩეს ერთი კითხვის ნიშანიც.

ეს ადამიანები ამ კითხვის დასმას თუ ისე ნათლავენ, რომ ჩვენ თავს ვესხმით და ცილს ვწამებთ, ინფორმაციას ვავრცელებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამისახელეთ ერთი დეზინფორმაცია, ერთი ცილისწამება, ჩემს კითხვაში ან ჩვენს დამოკიდებულებაში.

მე დაგისახელეთ ფაქტები, შემიძლია მუდმივად გიმეოროთ ვინ რა თქვა, ვის რა დამოკიდებულება ჰქონდა ომის დაწყების შემდეგ, რა მოვლენები განვითარდა ჩვენს ირგვლივ და ეს არის ფაქტები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს 48 პარლამენტარი, ეს ქალბატონები და ბატონები ენჯეო სექტორის, თქვენც ხომ იცით, ვინ მოგვიწოდებდა ომში ჩართვას უკრაინის ხელისუფლებიდან. უკრაინის ხელისუფლება ხომ მოგვიწოდებდა ომში ჩართვასაც.“– განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

magti 5g