LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: „ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდის სტადიონზე აუცილებლად უნდა იყოს დავით ყიფიანის დიდი ბანერი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ.. 18 ივნისს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა“

1253
მიხეილ ყაველაშვილი

„ქომაგებს და ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვ, დორტმუნდის სტადიონზე აუცილებლად უნდა იყოს დათო ყიფიანის დიდი ბანერი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილმა ქართულ ფეხბურთში დავით ყიფიანის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 ივნისს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა.

„ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთები UEFA-ს ვებგვერდზე გაიყიდება“ – ფეხბურთის ფედერაცია

„18 ივნისს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი ქართული ფეხბურთის რაინდია. პირდაპირ „ვეფხისტყაოსნიდან“ არის გადმოსული თავისი ყველა თვისებით.

ეს ადამიანები, ჩივაძე, ყიფიანი, იმ მძიმე, 90-იან წლებში, როცა ფორმა არ გვქონდა, დუში მოწანწკარებდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში გამოვიარეთ. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო, გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა.

კახა კალაძე ჰყვებოდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს, როდესაც ფეხბურთელს უქმნი პირობას, რომ მისი გონება 100 %-ით ფეხბურთში იყოს ჩართული..

მშვიდობა რომ არ ყოფილიყო, ახლა აქ რომ ბომბები ცვიოდეს, ან საერთოდ ჩატარდებოდა ეს მატჩი?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქერთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

magti 5g