LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გარდავიქმნათ

154
247E676B-5CA4-4928-83E9-36B0F653954C_cx0_cy4_cw0_w1200_r1

გუშინ, 2 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი,დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას – “ხალხის ძალას” აფუძნებენ.

მორიგ განცხადებაში კვლავ ხაზგასმულია, რომ “საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზედაც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება”.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი წერს, სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება, დააფუძნონ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“.

“ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება.

საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ.

„ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში, ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას”,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g