LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის ექვსი ახალი და ორიგინალური რეცეპტი

468

არომატული სასმელი, რომლისთვისაც დილას გაღვიძება ღირს

თუ თქვენ ყავის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. ყავა ის საოცარი სასმელია, რომელიც მთელი დღით დაგმუხტავთ ენერგიით, გაგათბოთ ცივ ამინდში და ყოველთვის აგიმაღლებთ განწყობას. საუზმე კი, ბევრად უფრო გემრიელია თუ მას ახალმოდუღებულ არომატულ ყავასთან ერთად მიირთმევთ. იმ შემთხვევაში თუ ესპრესო და კაპუჩინო უკვე მოგბეზრდათ, გთავაზობთ ყავის რამდენიმე ახალ რეცეპტს, რომლებიც აუცილებლად დააკმაყოფილებენ თქვენს გემოვნებას.

ყავა ”ოფლამერონი” (1910 წლის რეცეპტი)

2876510-R3L8T8D-650-2

ინგრედიენტები (ერთ პორციაზე) –  1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქვილი ყავა, 1 სუფრის კოვზი ნახევრად მშრალი შამპანური, 100 მილილიტრი (ნახევარი ჭიქა) წყალი და ცოტა ვანილი.

მომზადების წესი: პირველ რიგში გახსენით ვანილი წყალში და წინასწარ ჩაასხით წყალი ჯეზვეში. ყავა ვანილიან წყალში ამოვლებული კოვზით ამოიღეთ, ჩაყარეთ ჯეზვეში და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი ყავა ქაფს მოიკიდებს ჩაასხით შამპანური. ჯეზვე მანამდე გააჩერეთ ცეცხლზე სანამ სქელ ქაფს არ გაიკეთებს. ყავის მირთმევა პატარა ფინჯანითაა რეკომენდირებული.

 

”მაგიური ყავა”

2875460-R3L8T8D-650-1

ინგრედიენტები (ერთ პორციაზე) – 1 ჭიქა მოდუღებული ყავა, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1/2 ჩაის კოვზი მუსკატის თხილი, 2 ჩაის ჭიქა შესქელებული რძე (სგუშჩონკა), 1 ჩაის კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი დაფქვილი ნუში.

მომზადების წესი: მოდუღების დროს დაუმატეთ ყავას დარიჩინი და მუსკატის თხილი. შესქელებული რძე და კაკაო კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მოდუღებული ყავის ნახევარი პორცია და კარგად აურიეთ, მერე კი, დარჩენილი ყავაც დაასხით და მოაყარეთ დაფქვილი ნუში.

 

აღმოსავლური ყავა შოკოლადით

2881760-R3L8T8D-650-BBgbKYo

ინგრედიენტები (ერთ პორციაზე) – 20-25 ყავის მარცვალი, 50 გრამი შავი შოკოლადი, 100 გრამი ნაყინი, 1/2 ლიმონი, 1/4 ჩაის კოვზი მარილი და ცოტა შაქარი.

მომზადების წესი: წვრილად დატეხეთ შოკოლადი, დაჭერით ლიმონი რგოლებად. ჯეზვეში ჩაყარეთ ყავა და შაქარი, კარგად აურიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ნაყინი. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მიირთვით ლიმონთან ერთად.

 

ყავა ”დონ ჟუანი”

2877860-R3L8T8D-650-234

ინგრედიენტები (ერთ პორციაზე) – 1 ჭიქა მოდუღებული ყავა, 1 სუფრის კოვზი მუქი რომი, 1 სუფრის კოვზი ყავის ლიქიორი, 2 სუფრის კოვზი ნაღები, 2 ჩაის კოვზი გახეხილი შოკოლადი.

მომზადების წესი: ჩაასხით ბოკალში რომი და მოუკიდეთ ცეცხლი. რამდენჯერმე დაატრიალეთ ცეცხმოკიდებული ბოკალი. ჩაასხით ლიქიორი, შემდეგ კი, ცხელი ყავა. კოვზით ისე დაუმატეთ ნაღები, რომ ის სასმელის ზედაპირზე მოექცეს. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და სწრაფად მიირთვით.

შვეიცარული ყავა ყინულით

2879710-R3L8T8D-650-5

ინგრედიენტები (ერთ პორციაზე) – 1 ჭიქა მოდუღებული ყავა, შავი შოკოლადის 1/3 ფილა, 1 ჩაის კოვზი 30%-იანი ნაღები, 1/4 დაფქვილი დარიჩინი და ყინული.

მომზადების წესი: გააციეთ წინასწარ მომზადებული ყავა, პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ჯამში დატეხეთ შოკოლადი და გაადნეთ ორთქლზე. ერთმანეთში აურიეთ დაფქვილი დარიჩინი, ცხელი შოკოლადი, ყავა და ცოტა გააციეთ. ათქვიფეთ ნაღები, ბოკალში ჩააგდეთ რამდენიმე ნატეხი ყინული, დაასხით ყავა შოკოლადით და გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით. მოაყარეთ დაფქვილი დარიჩინი და წამოადუღეთ.

 

შვედური ყავა

s

ინგრედიენტები (ერთ პორციაზე) – 60 გრამი დაფქვილი ყავა, 400 მილილიტრი წყალი, 1 კვერცხის გული, რომი, 4 ჩაის კოვზი შაქარი და ნაღები.

მომზადების წესი: მოადუღეთ ყავა, ჩაასხით ჭიქებში და გააციეთ. დაუმატეთ შაქართან და რომთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. ნაღები ათქვიფეთ ცალკე და დაუმაატეთ გემოვნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g