LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნება

87

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია “SkyBus” ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს.

როგორც “ფორტუნას”  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება:

  • აქტობე-ბათუმი-ასტანა;
  • კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;
  • შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;
  • აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;
  • ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;
  • ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;
  • კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;
  • ასტანა-ბათუმი-კუსტანაი

ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას  ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.

ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g