LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო

17

ყაზახურმა ავიაკომპანიამ „SCAT“ Airlines პირველი რეისი აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებით შეასრულა. ავიაკომპანიამ ყაზახეთიდან 100-მდე ტურისტი ჩამოიყვანა, რომელთა შორის 30-მდე მედიის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ისინი აჭარის შესახებ სპეციალურ გადაცემებსა და სტატიებს მოამზადებენ.

დღეს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ყაზახი ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ყაზახეთის საკონსულოს, საქაერონავიგაციის, Tav ბათუმისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ყაზახი ჟურნალისტებისთვის აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

წელს, ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია SCAT -ის გარდა ყაზახეთის 8 მსხვილი ქალაქიდან  ავიამიმოსვლებს ავიაკომპანია „Skybus” ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g