ყაზახეთში გამართული ბიზნეს ფორუმის New Silk Way ფარგლებში, სატრანზიტო მატარებლების შეუფერხებლად ოპერირებისა და მსვლელობის დროის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ სამოქმედო გეგმას.
დოკუმენტი მხარეების მიერ შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მომზადებული დასკვნების გათვალისწინებით შემუშავდა, რომელიც, თავის მხრივ, დერეფნის მთელ მარშრუტზე, კერძოდ, ალტინკოლიდან შავი ზღვის პორტებამდე ფიზიკურად დათვალიერების და პროცესების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.
შეთანხმება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საოპერაციო და ლოგისტიკურ ნაწილში „შუა დერეფანში“ არსებული შეზღუდვების აღმოფხვრას ითვალისწინებს. მათ შორის საბაჟო პროცედურების დროის შემცირებასაც.
გაიწერა ჩასატარებელი სამუშაოების კონკრეტული ვადები და პასუხისმგებელი სტრუქტურები.
სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. ურთიერთშეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის სატვირთო გადაზიდვების გაზრდას.