LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში კორპუსი ჩამოინგრა

127
fot (3)

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, გამთენიისას, ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნგრევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანია დაშავებული.

როგორც ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, კორპუსში სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.

უწყების თქმით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები დგინდება.

ადგილზე 50 მაშველი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები