ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შიმქენთიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, FlyArystan შიმქენთი-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 19 მარტიდან შეუდგება და კვირაში 2 სიხშირით იფრენს, კერძოდ – ოთხშაბათობით და შაბათს.
შეგახსენებთ, FlyArystan-მა შიმქენთი-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე რეისების განხორციელება 2021 წლის 14 ივლისიდან დაიწყო.