LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახური კომპანია საქართველოში ტურიზმის სფეროში ინვესტირებისთვის მზადაა

48

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ყაზახურ კომპანია BI-Group-ის წარმომადგენლობას შეხვდა. როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, ყაზახური სამშენებლო კომპანია ინფრასტრუქტურის, გაზისა და ნავთობის მოპოვების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ტურიზმის სექტორის მიმართულებით მუშაობს.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე BI-Group-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საქართველოში ტურიზმის სფეროში ინვესტირებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. თავის მხრივ, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა BI-Group-ს ფონდის პრიორიტეტები, მიმდინარე პროექტები და მანდატი გააცნეს.

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g