LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზანში თოვლის ქვეშ ავტომობილი აღმოაჩინეს

103

ყაზანის მაცხოვრებლებმა თოვლში დავიწყებული ლიმუზინი აღმოაჩინეს, რომელიც შესამჩნევი მხოლოდ თოვლის დნობის შემდეგ გახდა. ავტომობილის ფოტო ინტერნეტში მოხვდა. თოვლის ქვეშ მოყოლილი ლიმუზინი საბჭოთა რაიონში, იულიუს ფუჩიკის ქუჩაზე დგას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ავტომობილი.

აღსანიშნავია, რომ თოვლის ქვეშ მოყოლილი ავტომობილები იშვიათი მოვლენა არ არის. ისინი არა მხოლოდ თოვლის საწმენდ მანქანებს უშლიან ხელს, არამედ მთლიანად, მაცხოვრებლებსაც. ასეთ ავტომობილებს ძირითადად ეზოებში ან გზებზე პოულობენ, სადაც ქვეითების გადაადგილებას ართულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები