კომპანია ”ყაზბეგმა” ლუდის მოყვარულებს სიახლე შესთავაზა და ბავარიული ტექნოლიგიით დამზადებული გერმანული ლუდი WETZEL -ი გამოუშვა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, საწყის ეტაპზე აღნიშნული ლუდი 0,5-ლიატრიან და 2-ლიატიან შეფუთვაში გამოვიდა.
“მაღალი ხარისხიდან და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ახალი ლუდი მალე მოიპოვებს პოპულარობას ლუდის ქართულ ბაზარზე. ნახევარლიტრიანი შეფუთვით გერმანული ლუდი შუშის ბოთლებში გვაქვს, რაც შეხება ორლიტრიანს , ის ე.წ პლასტმასის ბოთლებში ისხმევა”, – განმარტეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, WETZEL -ი რეალიზაციაში უკვე 1 კვირაა გაეშვა და საქართველოს მასშტაბით, როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ისე პატარა მაღაზიებში იყიდება.
