LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში მდებარე სასტუმროთი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ინტერესდებიან

4285
53150265_801085890252152_522412359864549376_n (1)

სტუმრები ყველა კონტინენტიდან და ადგილობრივი წარმოება სასტუმროს ტერიტორიაზე – ქართულ ბაზარზე სასტუმროების ახალი ქსელი „ოიშე“ გამოჩნდა. ბრენდი ამ ეტაპზე 2 სასტუმროს ფლობს და ორივეს ყაზბეგში.

„ოიშე ბუტიკ ჰოტელი“ და „ოიშე ტერასა“ ორი გოგონას – მარი ბერიშვილის და ლიკა ტოგონიძის ბიზნესია. გოგონებმა „ოიშე ბუტიკ ჰოტელი“ 2017 წლის მაისში გახსნეს, 2018 წლის ზაფხულში კი ბიზნესი გააფართოვეს და „ოიშე ტერასა“ გაიხსნა.

„ორივე სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობას 4-ივე სეზონზე. სასტუმროები გამოირჩევა საოცრად ლამაზი ხედებით, შესაბამისად, როგორც უცხოელების, ისე ადგილობრივების დაინტერსებას იწვევს. უცხოელი სტუმრები გვყავს მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა კონტინენტიდან“, – აღნიშნა სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარი ბერიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მყუდრო და კომფორტული გარემოს გარდა, სასტუმროების ქსელი „ოიშე“ სტუმრებს ადგილობრივი წარმოების მურაბებს, ჯემებსა და საწებლებს ახვედრებს.

„გადავწყვიტეთ სახლის პრიობებში დაგვეწყო წარმოება – ამ ეტაპზე ვამზადებთ მურაბებს, ჯემებსა და სხვადასხვა სახის საწებლებს. აღნიშნული პროდუქცია უკვე ბრენდირებულია და „შინაურის“ სახელით იწარმოება. ამჟამად „შინაურის“ ნაწარმით ჩვენივე სასტუმროს ვამარაგებთ. სამომავლოდ კი ვაპირებთ, წარმოების გაფართოებას და „შინაურის“ ექსპორტზე გატანას“, – აღნიშნა სასტუმროს დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით,  სიახლეები იგეგმება სასტუმროების ქსელის გაფართოების კუთხითაც – უახლოეს მომავალში „იოშეს“ ბრენდის სასტუმრო საქართველოს სხვა რეგიონშიც გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g