დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ავარიულად დაზიანდა ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი წყალსადენის 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენი.
როგორ “ფორტუნას” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, დაზიანების ადგილზე 20 წუთში მობიზებული იყო “კომპანიის ტექნიკური სამსახურის ორი სპეცბრიგადა, ასევე, სპეცტექნიკა – 2 ტრაქტორი, 7 თვითმცლელი, ამწე. სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა კომპანიამ დილის 7 საათზე დაიწყო.
“ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანების აღმოფხვრას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს,”- განაცხადეს კომპანიაში.
ავარიის გამო, ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეეზღუდული აქვს:
დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.
დღეს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, უნივერსიტეტისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.