ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მამა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც საბა ჟღენტი ხელის არეში დაიჭრა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის დროს ადგილზე რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობიც იმყოფებოდა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყება დამატებით დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.