LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინწვისის მონასტერთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი

42

ყინწვისის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები და გაბიონები.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

ასფალტ-ბეტონის საფარი ზოგან ნაწილობრივ, ცალკეულ მონაკვეთებზე კი მთლიანად იყო დაზიანებული და ზედაპირული წყლები გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ამავე წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 414 ათასი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები