რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობი მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კიდევ ერთხელ აპირებს შეხვდეს რუსეთს პრეზიდენტს. ამერიკული მხარის ბოლო პოზიცია კი ასეთია: თუ მათ ვერ დაინახეს მოლაპარაკებებში პროგრესი, მაშინ შესაძლოა საერთოდ განერიდონ ამ ომს. ასეთ დროს განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროპას და მის პასუხისმგებლობას.
აშშ-მა წარადგინა შეთანხმების მიღწევის ვარიანტი, რაც კატეგორიულად მიუღებელია უკრაინისთვის, რადგან აქ საუბარია ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაზე.
ძირითადად სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე შეეხო ქაშმირში დაღუპული 26 ტურისტის გამო ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულ ვითარებას, საფონდო ბირჟების გამოცოცხლებას ტრამპის დათმობების შემდეგ და ტარიფების თემას.
„კულმინაციას აღწევს აშშ-ის ჩართულობა ომის დასრულების პროცესში. ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი და რადიკალურად განსხვავებული პოზიციებია. აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია იმავდროულად იმედიანად არიან განწყობილი და საკმაოდ ხისტებიც კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით.
23 აპრილს ლონდონში, პარიზული შეხვედრის გაგრძელება უნდა გამართულიყო.
თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რა პოზიციები ჰქონდა აშშ-ს და რის შეთავაზებას აპირებდა უკრაინასთვის, ეს შეხვედრა დაგეგმილი ფორმატით ვეღარ ჩატარდა. კონკრეტულად საუბარია ორ ძირითად საკითხზე: ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმაზე. ასევე გაჟღერდა, რომ რუსეთი მზადაა გაყინოს ფრონტის ხაზი ახლა სადაც არიან განლაგებული იმის მიხედვით.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, და რომ ეს გამორიცხულია. პლუს უკრაინა განაგრძობს უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას.
რუსებმა თავის მხრივ დააფიქსირეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ევროპული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე დაფიქსირება, რაც მათი თქმით, გახდა კიდეც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზი.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს დიდი შანსი ყირიმის დაბრუნების და მისივე თქმით: „თუ კი ასე ძალიან სურდათ ყირიმის შენარჩუნება, არ უნდა გადაეცათ ერთი გასროლის გარეშე“.
ამერიკული მოსაზრებით, ზელენსკის აქვს შანსი რაღაც ტერიტიროების სანაცვლოდ შეინარჩუნოს ქვეყანა, თუ არადა სამ წელიწადში იმასაც დაკარგავს ახლა რაც აქვს და მთელი ქვეყანა ოკუპირებული იქნება. თუმცა ეს წარმოუდგენელია რუსეთის რესურსების გათვალისწინებით.
უკრაინა მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძლებლად და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ასევე ჯერჯერობით არ არის საბოლოო შეთანხმება იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით.
ასეთ ვითარებაში, როდესაც მსგავსი ხისტი გაცვლა მოხდა, ლონდონში ვიზიტი გააუქმა სახელმწიფო მდივანმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა. ამას ბუნებრივია მოყვა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების გააუქმება და მხოლოდ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის.
სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა შედგეს გრძელვადიანი სამშვიდობი შეთანხმება, მაგრამ თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ აშშ განერიდება ამ ომს, რადგან ის არ დაწყებულა ტრამპის პრეზიდენტობის დროს და რომ ეს არ არის აშშ-ის ომი და თუ დაინახეს რომ ვერ ხერხდება მხარეთა დაახლოება, მაშინ აშშ ვერ დარჩება ამ სისხლისმღვრელი ომის შემადგენელ ნაწილად.
ექსპერტების ვარაუდები განსხვავებულია, ძირითადად კრიტიკულად არიან განწყობილი ასეტი პოზიციების მიმართ. რომ იყოს განწყობა უკრაინა დათმობს ყირიმს, ეს იქნებოდა პანდორას ყუთის გახსნა და სახიფათო საქართველოსთვისაც. დე იურედ ჩაითვლებოდა რუსეთის მიტაცება და 1991 წელს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრები საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ნებისმიერ ქვეყანას ძალის გამოყენებით შეეძლება მომავალში საზღვრები შეცვალოს და დაიკანონოს თუ ამა ქვეყნის ძლიერთა შორის შეთანხმება შედგება.
მაგრამ უკრაინის პოზიცია ურყევია და ძალიან მნიშვნელოვანი. ვნახოთ რამდენად მოახერხებს უშუალოდ ევროპა საკითხში ჩართვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისგებლობის აღებას. მათი მხარდაჭერა თვალშისაცემია, მაგრამ შესაძლოა აშშ მართლაც განერიდოს ამ ომს, ამიტომ ევროპელებს მოუწევთ სერიოზული პასუხიმგებლობის აღება. მათ კარგად ესმით, რომ რუსეთი არ აპირებს მშვიდობის დამყარებას და რომ მისი ინტერესია გაგრძელდეს კონფლიქტი.
საინტერესოა, რომ პუტინი შეხვდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელებს და განაცხადა, რომ უნდა გადავიდნენ უფრო მეტ, უფრო თანამედროვე შეირაღებაზე და ტემპების გაზრდაზე, რათა ქვეყანა მოემზადოს მომავალი კონფლიქტებისთვის. ამით ჩნდება მკაფიო ხედვები თუ რა გეგმები აქვს პუტინს“.
ფოტო: bloomberg