LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმში აფეთქებების შემდეგ რუსეთის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები დაქვეითდა: ბრიტანეთის დაზვერვა

63
ყირიმი

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ყირიმში აფეთქებების შემდეგ რუსეთის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები დაქვეითდა. მათივე განმარტებით, საკის აეროდრომი სწორედ რუსეთის საზღვაო ფლოტის თვითმფრინავების შავი ზღვის ბაზად გამოიყენებოდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუსეთს, გადახედონ საფრთხის აღქმას. ამ დრომდე ისინი ყირიმს უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევდნენ.

„2022 წლის 9 აგვისტოს ყირიმში, საკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. აფეთქების შედეგად განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე, Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი Su-30 FLANKER H მრავალფუნქციური თვითმფრინავი.

სამხედრო ბაზა საკი მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ აეროდრომი სავარაუდოდ ექსპლუატაციაში რჩება.

8 საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა მცირე ნაწილია იმ საერთო ფლოტიდან, რომლის გამოყენებაც რუსეთს ომში შეუძლია. თუმცა, საკის აეროდრომი რუსეთის საზღვაო ფლოტის თვითმფრინავების შავი ზღვის ბაზად გამოიყენებოდა.

რუსული ფლოტის საზღვაო შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. მომხდარი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუსეთს, გადახედონ საფრთხის აღქმას. ამ დრომდე ისინი ყირიმს უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევდნენ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g