ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო. უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საოლქო კომისიაში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანმა საქართველომ” შეიტანა.
როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, ყიზლაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის დროს, საარჩევნო პროცესი 20.00 საათამდე შეწყდა და ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება აღარ მიეცა.
მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხდომა ამ დრომდე გრძელდება. კომისია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივრებზეც იმსჯელებს.