„ყოჩაღ ლელა!“ – ასე ეხმაურება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მომღერალ ლელა წურწუმიას The Drag Ball Hollywood-ზე გამოსვლას.
„სიყვარული არის სიყვარული“ – ასე დაასრულა ლელა წურწუმიამ The Drag Ball Hollywood-ზე გამოსვლა და ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა რომ კაშიას და თანასწორობას დაუჭირა მხარი, იმის მერე – ესა მოვლენა. ?? ?️?
საქართველო აუცილებლად გახდება ქვეყანა, სადაც ბედნიერებისკენ სწრაფვას შეძლებს ყველა – მიუხედავად მისი იდენტობისა!,“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ყოჩაღ ლელა!
ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა რომ კაშიას და თანასწორობას დაუჭირა მხარი, იმის მერე – ესა მოვლენა. ?? …
Posted by Tamara Chergoleishvili on ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2023
ლელა წურწუმიამ დრეგ ბოლის სცენაზე ყველასთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა.
ცნობისთვის, პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ.
პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებას, უსაფრთხო სივრცის შექმნასა და ქვიარ ადამიანების მეტ რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად.