„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ირაკლი თოდუა, რომელიც ყოფილი ძალოვანი და ამჟამად ენმ-ს კოორდინატორია ნარაზენში, ფიზიკურად დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ზაალ ზარანდიას.
მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებაა, ირაკლი თოდუამ „ქართული ოცნების“ კოორდინატორს განუცხადა, რომ ახლა მისი დრო დაბრუნდა და ყველას გაუსწორდება, რის შემდეგაც მასზე იძალადა.
თავის არეში მიყენებული დაზიანებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის სოფელ ნარაზენის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი ზაალ ზარანდია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თოდუასთან ერთად რუხში აქტიურობს ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, ის „ქართული ოცნების“ რამდენიმე აგიტატორს დღეს მიუვარდა და მათზე სიტყვიერი მუქარა განახორციელა.