LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს Whatsapp-ით გაუგზავნა “ – პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 36 წლის კაცი

188
Untitled design (4)

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის ერთი პირი, 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მ, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა.

აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს Whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა,“ – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„13 წლის გოგოს შიშველი სხეულის გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა“ – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს 

magti 5g