LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ცოლის მიმართ მუქარაზე სასულიერო პირს გირაო შეეფარდა

576
პირი

სასულიერო პირს – ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, მუქარაზე აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ლაშა ჩიქოვანისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე თავის ყოფილ ქმარს, ძალადობაში ადანაშაულებს. არაერთ ფეისბუქლაივში გორგოშიძე ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ყოფილ ქმარს კი მისი ყოფილი მამამთილი, ასევე, სასულიერო პირი ხელს აფარებს.

როგორც ნინო გორგოშიძე აცხადებდა, ქმრის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, თუმცა მუქარა არ შემწყდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g