LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წელი მიუსაჯეს

131
domesticviolence1-1024x576

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ კაცს 16 წელი მიუსაჯა.

როგორც უწყება აცხადებს, გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც კორპუსის შესასვლელ კართან კიბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, მეორე ბოლო კი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა. მოგვიანებით, სიდედრს გაეღვიძა, გაზის სუნი იგრძნო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევა 2018 წლის 22 დეკემბერს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული კაცი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.

mazda magti 5g