პოლიციამ, თბილისში, ხოშარაულის ქუჩზე ყოფილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1973 წელს დაბადებული პირი ყაზბეგში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და
მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ნ.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ
ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.