საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას თენგიზ სიგუა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
თენგიზ სიგუა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. შემდეგ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ თენგიზ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად.1992 წლის 8 ნოემბერს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.