LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ქმარი ცოლთან სახლში მივიდა და მოკვლით დაემუქრა – რუსთავის პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა

277
111-policia-lentiaaa

რუსთავში, ყოფილი ქმარი ცოლს მოკვლით დაემუქრა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცი ყოფილ ცოლთან, საცხოვრებელ ბინაში მივიდა და კარის გაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. უარმა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და ყოფილ ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ხმაურის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცი სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მამაკაცი ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g