ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია მზადაა, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნა შეასრულოს და ხვალ 18:00 საათამდე სასტუმროს მუშაობა შეაჩეროს, – ამის შესახებ „ველმონდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა პირველ არხს განუცხადა.
„სასტუმრო მზად არის, შეასრულოს მოთხოვნა. ვიწყებთ სტუმრების გაყვანას სხვადასხვა სასტუმროში, რაშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გვეხმარება. სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების შემდეგ კი უსწრაფესად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შესრულდება“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს. უწყების განცხადებით, სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო, დეკემბრის თვეში, საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა