YouTube -ის დიზაინში გარკვეული ცვლილებები შევა. უკვე ცნობილია, რომ საძიებო ველი და მენიუს ღილაკი Google-ის სხვა აპლიკაციების იდენტური გახება, ვიდეოს ატვირთვის ღილაკი კი ისრის მაჩვენებლით შეიცვლება.
სიახლეზე კომპანია Material Design იზრუნებს და სწორედ მისივე ინფორმაციით, გაქრება საზღვარი ველებს შორის და შესაბამისად, გაჩნდება მეტი ადგილი.
შეიცვლება ასევე კონკრეტული არხის საერთო შესახედაობაც. მთავარი ფოტო გახდება მრგვალი, ხოლო თითოეული არხი კონკრეტულ ფერს მიიღებს.