YouTube-მ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის არხები : “Soloviev LIVE” და „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად“ დაბლოკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გვერდზე წვდომის მცდელობისას მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას: „ეს ანგარიში შეჩერებულია YouTube-ს გამოყენების პირობების დარღვევის გამო“.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სასანქციო სიაში რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით ვლადიმერ სოლოვიოვიც მოხვდა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.