თუკი ტელეფონი ხშირად გივარდებათ წყალში, ამიერიდან ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. YouTube-მა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, ის ერთი კონკრეტული ვიდეოს ჩართავს, რომელიც ბგერითი ტალღებით თქვენი მოწყობილობიდან სითხეს გამოდევნის.
ექსპერიმენტების მოყვარულებმა iPhone 13, Pixel 7 Pro, Pixel 3 და Nokia 7.1 საშხაპის ქვეშ მოათავსეს, შემდეგ კი ის ვიდეო ჩართეს.
შედეგები აი ასეთი იყო, Pixel 7 Pro სრულად გაშრა, Nokia 7.1-ს ცოტათი გაუჭირდა გაშრობა, iPhone 13-ისა და Pixel 3-ის შემთხვევაში შედეგი შუალედური იყო.
ცნობისთვის, ზუსტად ასევე მუშაობს Apple Watch-ის წყლის გამოდევნის ფუნქციაც.