LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველ ცხოვრებისეულ ეტაპს თავისი სინათლის წერტილები აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ… მილიონი არ არის გარანტი იმისა, რომ ბედნიერი იქნები“ – ანზორ ოდიშარია

12
ანზორ-ოდიშარია

12 ოქტომბერს თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „გზაჯვარედინი“ ბედნიერების შეგრძნებაზე, ურთიერთობებზე და სამყაროში არსებულ ქაოსურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

როგორ შევიქმნათ დილიდან კარგი განწყობა , როგორ ვიყოთ ბედნიერები და როგორ მივცეთ ამას სისტემატური სახე?

ანზორ ოდიშარია: როცა ადამიანს უჭირს საწოლიდან ადგომა, ვერ პოულობს კონკრეტულ მიმართულებას, თვლის, რომ დღის განმავლობაში მძიმე რაღაცები ელის, თუნდაც სამსახური ან ის რუტინული ურთიერთობები, რომელიც მისთვის უკვე დამღლელია და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ძალით აკეთებდა ამ ყველაფერს და ახლა ამის ძალაც დაკარგა, რა თქმა უნდა, იქ ბედნიერების შეგრძნება ან მისი ძალით გამოწვევა, ნაკლებ შესაძლებელია და აღსანიშნავია, რომ ასეთი ძალით გამოწვეული ბედნიერება, ქვედა ინფორმაციით მაინც ნეგატიური იქნება და შეიძლება, რომ ადამიანისთვის ნეგატივზე მიბმული ბედნიერება ორჯერ უფრო საშიში აღმოჩნდეს. ბედნიერების გამოწვევა შესაძლებელია, მაგრამ მას საყრდენად არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული განწყობა ან სიტუაცია. ბედნიერება არის მდგომარეობა, როცა შენ გახსოვს, რომ მოკვდები, მაგრამ ბედნიერი ხარ, რომ ცოცხლობ. მთელი ეს პერიოდი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, შენ გაძლევს შესაძლებლობას დაინახო, გიყვარდეს, იტანჯებოდე, მიაღწიო წარმატებას, შეიგრძნო ცხოვრების მრავალფეროვნება, მისი ყოველი წერტილი. ბედნიერება არ არის, როცა სტაბილურად, დინამიკურად ერთნაირად მიდიხარ, როცა არაფერი იცვლება. ბედნიერებაა, ის სასიცოცხლო რიტმი, რომლითაც ხვდები, რომ კი დაიტანჯე, მაგრამ შედეგს მიაღწიე. ხშირად ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხვდებით და ვერ ვაფასებთ. ყოველ მომენტს, ყოველ ცხოვრებისეულ ეტაპს თავისი სინათლის წერტილები აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ბედნიერებას არ სჭირდება კონკრეტული მოვლენა, კონკრეტული შეფასება, მაგალითად, შემდეგი განწყობა, რომ მე ბედნიერი ვიქნები, როცა მილიონი მექნება. მილიონი არ არის გარანტი იმისა, რომ ბედნიერი იქნები. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მას სულ რაღაც ახალი, სულ უფრო მეტი სურს. შემართების ენერგიის გარეშე ვერ განვვითარდებით. შემართებაა ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა.

რატომ არის დღევანდელ ცხოვრებაში ბედნიერება ასეთი იშვიათი, რატომ გახდა ხალხი ასეთი ჩაკეტილი და აგრესიული?

ეს პრობლემა დგას იმიტომ, რომ ცივილიზაცია ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როცა ერთმანეთში ავრიეთ ტრადიციული და არატრადიციული მიმართულებები. ყველაფერი არეულია ინფორმაციულად, სტრუქტურულად და არის ქაოსი. როცა ადამიანს არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა ან არ შეუძლია სწორად მოგაწოდოს ინფორმაცია, აგრესიული ხდება. აგრესიამ იმატა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი მსგავსი ადამიანები, რომლებთანაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ თავს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სიტუაცია ძალიან მალე დალაგდება და მიიღებს გარკვეულ ფორმას. ახლა ყველაფერი იცვლება იმისთვის, რომ ახალი წესრიგი დამყარდეს.

ამ ყველაფრის დალაგებასთან ერთად ადამიანების ბუნება და ურთიერთობებიც შეიცვლება?

როცა ჩვენ ვიპოვით საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, შეიცვლება. მაგალითად, ჩვენ იქიდან გამომდინარე ვირჩევთ ხომ სამსახურს, თუ რა მოგვწონს და რა გვინდა. ანალოგიურად ვირჩევთ პარტნიორსაც, ჩვენ ვიცით, რა გვინდა და როგორი პარტნიორი გვსურს. თუ ეს არ ვიცით, იმ ადამიანთან ვიწყებთ ურთიერთობას, ვინც შეგხვდება და შემდეგ, წლების მერე ვხვდებით, რომ ის ის არ არის, ვინც ჩვენ გვჭირდება. ბოლო პერიოდში ადამიანებმა დაკარგეს ადგილი, სივრცე, არ იციან, სად არიან. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე და ამ ქაოსში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. ოცდამეშვიდე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები