LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველ ნახვაზე უარეს მდგომარეობაშია, ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა: ედუარდ სააკაშვილი

306
სააკაშვილი-ედუარდ-1

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. ვიზიტის შემდეგ მან მედიასთან მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ედუარდ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანასთან დაკავშირებით პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.

“ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის რა თქმა უნდა რთული საყურებელი. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა ეს, მაგრამ ეს არის უკვე პოზიტიური ნაბიჯი”, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g