LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველ წელს მამოწმებენ, არ არის პრობლემა“ – ლევან მურუსიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე 

126
Untitled design (3)

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

მოსამართლე ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციასაც ბიურო შეისწავლის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ ეს მისთვის ახალი არ არის და ყოველ წელს ამოწმებენ.

„ყოველ წელს მამოწმებენ, ამიტომ არ არის, კი ბატონო, შეამოწმონ, თუ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მე პრობლემა არ მაქვს.

ეს ჩემთვის ახალი არ არის, არ არის პრობლემა,“ – ამბობს მურუსიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები