LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველდღიურად, 300-მდე ადამიანს კვებავდა, მათ შორის, მძიმე პაციენტებს“ – ოკუპანტებმა სევეროდონეცკში ჰუმანიტარული ცენტრი გაანადგურეს

137
ჰუმანიტარული ცენტრი სევეროდონეცკში

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, კერძოდ კი, ქალაქ სევეროდონეცკში ჰუმანიტარული ცენტრი გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინული მედიის Telegram არხებზე ვრცელდება. ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, მტერმა ჰუმანიტარულ ცენტრს რვა ჭურვი ესროლა.

ზელენსკი: მსოფლიომ რეაგირება ახლა უნდა მოახდინოს, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, რეაქცია აღარაფერს შეცვლის

როგორც მანვე აღნიშნა, თუ რუსეთმა მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა, ამის შემდეგ ნებისმიერი რეაქცია უკვე აღარაფერს შეცვლის.

„ცენტრი ყოველდღიურად კვებავდა 300-მდე ადამიანს. აწვდიდა კვებითა და ჰიგიენური საშუალებებს საწოლს მიჯაჭვულ პაციენტებს.“– განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები