LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიური ჩვევები, რომელთა დახმარებითაც უფრო დიდ ხანს იცოცხლებთ – ექსპერტი გვირჩევს

52
autoradionews

ცხოვრების წლების გაზრდა ერთია, მაგრამ რას იტყვით ჯანმრთელობაზე? „ჯანმრთელად ყოფნა“ სხვადასხვა ადამიანებისთვის განსხვავებულ რამეს ნიშნავს. საუკეთესო ახსნა ალბათ სერიოზული დაავადებების არ ქონაა. ეს ხუთი ჩვევა კი ჯანმრთელობის პრობლემებისგანაც დაგიცავთ და სიცოცხლის წლებსაც გაგიხანგრძლივებთ.

  1. ჯანსაღი დიეტა

კვლევებით დასტურდება, რომ ჯანსაღი დიეტა სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს. სპეციალისტთა შეფასებით, კვებისთვის მეტი ყურადღების მიქცევით ყოველწლიურად 400 000 სიკვდილის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

  1. საკმარისი ძილი

საკმარისი ძილი ანუ ღამეში 7 საათი მაინც, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის აუცილებელია. ექსპერტთა აზრით, რაც უფრო ნაკლები დრო ეთმობა დასვენებას მით უფრო მცირდება ცხოვრების ციკლი.

  1. სტრესი

სტრესთან გამკლავება სიცოცხლის წლების გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ. ათობით კვლევა ადასტურებს იმას, რომ სტრესი ნაადრევად აბერებს.

  1. ვარჯიში

კვლევებით დასტურდება, რომ დღეში სულ რაღაც 11 წუთიან აქტივობასაც კი სასწაულის მოხდენა შეუძლია და სიცოცხლის წლებს ახანგრძლივებს. აუცილებელი არ არის დარბაზში იაროთ, შეგიძლიათ ფიზიკური აქტივობის ის ფორმა აირჩიოთ რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია.

  1. ურთიერთობები

ოჯახთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება ხანგრძლივ სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია. სოციალური კავშირები არამხოლოდ ემოციურ სიამოვნებას იწვევს, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდება ისევე როგორც ძილი, კარგი კვება თუ მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები