LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიური კინკლაობა – სწორედ ეს არის 100 წლის წყვილის ბედნიერი ქორწინების საიდუმლო

48
6_Alfred-and-Josephine-100th-BirthdayJPG

წყვილმა, რომელიც უკვე 75 წელია დაქორწინებულია, ბედნიერების საიდუმლოდ ყოველდღიური კამათი დაასახელა. მათი სიყვარულის ისტორიაზე The mirror წერს.

ჯოზეფინა და ალფრედ უოტერფილდებმა ერთმანეთი პაბში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე გაიცნეს. ისინი 1947 წელს დაქორწინდნენ და მათი თანაცხოვრება უკვე 75 წელია ბედნიერად გრძელდება.

ცოტა ხნის წინ ცოლმაც და ქმარმაც დაბადებიდან 100 წლის იუბილე იზეიმეს. წყვილს 4 შვილიშვილი და ამდენივე შვილთაშვილი ჰყავს. ჰარმონიული ურთიერთობების საიდუმლოდ ისინი ყოველდღიურ კინკლაობას თვლიან.

ჯოზეფინასა და ალფრედის 74 წლის შვილმა ალენმა დაადასტურა, რომ მისი მშობლები მართლაც სულ კამათობენ.

„არაფერი სერიოზული, უბრალო კინკლაობა, დააზუსტა მან. – ჩვენს დროში ქორწინება ამდენ ხანს იშვიათად ძლებს, ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ და ეს არაჩვეულებრივია. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი იმედია.“

წყვილი მოხუცებულთა სახლში მხოლოდ წელს გადავიდა. აქამდე მათ საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი ჰქონდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები