19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 12:30 საათზე იმსჯელებს.
ბრალდებულის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ გიორგი ახლოური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„საქმის მასალები გადმომეცა, გავეცნობით და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, ეს იყო წმინდა წყლის შემთხვევა, ყოველგვარი განზრახვა არის გამორიცხული“,-განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დაკავებულს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს.
“შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით… სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ” – ძმის მიერ მოკლული მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძმამ მოკლა