აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც იყო საყოველთაო ზეიმი“.
„26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.
ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.