LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი ახდენილი ოცნების შემდეგ, ახალი ოცნება გაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საოცრება იქნება“ – რას ამბობს აქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია

154
გურამ კაშია

„ყოველი ახდენილი ოცნების შემდეგ, ახალი ოცნება გაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საოცრება იქნება“ – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.

კაშიას განცხადებით, ძალიან გრძელი და ურთულესი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე გასავლელი:

„ჩვენს გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ. თუმცა, ძალიან გრძელი და ურთულესი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე“, – აღნიშნა კაპიტანმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.