LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების“ – ზურა ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

150
ზურა ჩხაიძე

„რა თქმა უნდა მას აქვს ყველა ის დამხასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას, არ არის მისთვის მარტივი [გადაადგილება] თუმცა ცდილობს გადაადგილდეს და უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს განაცხადა.

„ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს, მონიტორინგის პროცესი გრძელდება“- რას ამბობს ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის შიმშილობიდან 31-ე დღეს

როგორც ზურა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „ყოველი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების“.

„ჩვენი საექიმო გუნდის – ასევე შემოსულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფი – ერთობლივი რეკომენდაციაა, რომ იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, იმიტომ, რომ ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება, რა თქმა უნდა, მეტად ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში“, – თქვა ზურა ჩხაიძემ.

ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g