11 თებერვალს, რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილის სტუმარი პოეტი ერეკლე საღლიანი გახლდათ.
-ბატონო ერეკლე, როგორ იწყება თქვენი დილა?
-ჩემი დილა მუზებთან ერთად იწყება. ყოველი დილა უდიდესი საჩუქარია, რომელსაც უფალი უძღვნის სამყაროს, ამიტომ მადლიერი უნდა ვიყოთ. ყოველ დილას ვუყურებ, როგორც სამყაროს გათენებას. ვისურვებდი ყოველთვის „ლხინის პერანგი“ გვეცვას ქართველებს. არაფერი არ არის იმაზე ძვირფასი, როდესაც ხედავ როგორ იფანტება ნელ-ნელა ბინდი და შემოდის სინათლე.