გერმანიის დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 25% თავის მოვალეობებს დისტანციურად ასრულებს. ასეთ მონაცემებს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი lfo აქვეყნებს.
შედარებისთვის: გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს დისტანციურად შრობის შესაძლებლობა მხოლოდ გერმანელთა 4-5%-ს ჰქონდა.
ყველაზე მეტად გავრცელებული დისტანციური მუშაობის ფორმა მომსახურების სფეროა – თანამშრომელთა 34,3% სახლიდან მუშაობს. წარმოებაში ეს მაჩვენებელი 16,9%-ს შეადგენს, ხოლო ვაჭრობაში – 12,5%-ს, მაშინ როცა მშენებლობაში ასეთი რეჟიმის საშუალება მხოლოდ დასაქმებულთა 4,6%-ს აქვს.
კვლევამ აჩვენა, რომ მუშაობის ჰიბრიდული ფორმატი (ოფისისა და დისტანციური დღეების მიქსი) შრომისუნარიანობას არ ამცირებს. გარდა ამისა, lfo-ს ინფორმაციით, საერთო სამუშაო დღეების ოფისში დაგეგმვა გუნდურ მუშაობას აუმჯობესებს.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ გერმანიაში დისტანციურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ გარემოში მავნე გამონაბოლქვი 72%-ით შეამცირა.