LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მშობიარობის შემდეგ მცემდა – რას ყვება ქალი, რომელიც 11 წელია მოძალადე ქმარს იტანს

2758
LTrn.shutterstock-151887443-jpg

სტატისტიკის მიხედვით, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახებიდან უმრავლესობა განქორწინებით სრულდება. მიზეზი ხშირად ძალადობაა, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენელი იჩენს სუსტი და დაუცველი მეუღლის მიმართ. ბოლო პერიოდში ქალების გარკვეულმა ნაწილმა დუმილი დაარღვია და მოძალადე ქმრების გამოაშკარავება გადაწყვიტეს. საქმე სასამართლომდეც მიდის და ადრე თუ ქალისთვის სირცხვილად მიიჩნეოდა ოჯახში ხმის ამოღება და შეპასუხება, ახლა მათ ქმრები მართლმსაჯულების წინაშე საჯაროდ ამხილეს.

ასეთი ძლიერი და გამბედავი ქალების ჯგუფს არ მიეკუთვნება ფატი, რომელიც 11 წელია მოძალადე ქმარს იტანს. 5 ქალიშვილის დედას ქმარი ყოველი მშობიარობის შემდეგ სცემდა. მამას ბიჭი შვილის ყოლა უნდოდა, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ცოლმა ვერ გაუჩინა.

გამარჯობა ფატი. მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. პირველი კითხვა, რაც საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად მეც მაინტერესებს, არის ის, რომ რატომ არ შორდებით მეუღლეს?! ის არის თქვენი ცხოვრების სიყვარული და ვერ ელევით, თუ მისი გეშინიათ?

მოგესალმები. მადლობას გეტყვი, რომ ჩემი ისტორიით და ჩემი ცხოვრებით დაინტერესდი. დასაწყისისთვის გეტყვი, რომ ზურა ბავშვობიდან მიყვარდა. ის ჩემი ყოფილი დაქალის შეყვარებული იყო, მე კი ჩუმად მიყვარდა. ცოდვა გამხელილი ჯობია. ალბათ ჩემი ბრალი იყო მათი დაშორებაც, რადგან ბოლოს რომ იჩხუბეს, ზურამ ნინოსთან დამაბარა ის, რაც მე არ გადავეცი. ისინი კი მას მერე არ შერიგებულან. ნინო ერთ კვირაში მოიტაცეს, ზურამ კი ცოლად მე შემირთო.

ურთიერთობაში პრობლემები როდის დაიწყო და იყო თუ არა ეს ცალმხრივი სიყვარული ბრალი?

პირველი ერთი წელი პოლონეთში ვიცხოვრეთ ჩეი ქმრის მშობლებთან, მაგრამ როგორც კი საქართველოში ჩამოვედით, ზურამ ჯერ ნინოს ძებნე და მოკითხვები დაიწყო. მისმა ქმარა რამდენჯერმე სცემა, დაკავებული იყო ერთხელ, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს. მას მერე მე დამიწყო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მერე კი ხელით შეხება.

როგორც ამბობთ, ქმარმა რამდენჯერმე გცემათ. რატომ არ უჩივით?

პირველად მცემა მაშინ, როცა მეორე გოგონა გავაჩინე. ბიჭი შვილი მინდოდაო და სამშობიაროდან ახალი გამოსული ვიყავი, ზედ ბავშვზე დამაგდო და წიხლები მირტყა. მდგომარეობა გამირთულდა და ისევ საავადმყოფოში მიმაბრუნეს. თბილისის პირველ სამშობიაროში ვიწექი თვეზე მეტ ხანს. როცა გამომწერეს, სახლში ზურა არ დამხვედრია. რამდენიმე დღის მერე მთვრალი მოვიდა და ბავშვი არ მოუკითხია. სულ მაშინებდა და დღემდე მაშინებს, თუ ვიჩივლებ უარესს მიზამს. სულ მაყვედრის, რომ ნინოსთან მისი დაშორება ჩემი ბრალია. ჩვენი ყოველი ჩხუბი ნინოს ხსენებით იწყება და ყოველი კამათი ცემით და დალურჯებებით სრულდება. ერთხელ შევაშინე პატრულს გამოვიძახებ-მეთქი, ასე მითხრა, მერე შვილებს დაემშვიდობეო. ბავშვები ჯერ პატარები არიან, შენი ზიზღით გავზრდიო და ნახავ მერე დედა რომ არ ეყვარებათ, როგორ დაიტანჯებიო.

მშობლებმა თუ იციან თქვენი პრობლემების შესახებ?

კი იციან. მე დედა მყავს მარტო. მამა ადრე გარდამეცვალა. სახლში რომ წავიდე ხუთი შვილით, ვერ გვარჩენს. ამჟამად ჩემი დედამთილი და მამამთილის გამოგზავნილი ფულით ვცხოვრობთ. მე უმაღლესი განათლება არ მაქვს. არ ვმუშაობ არსად. შვილების მოვლას ვუნდები. ზურაც არსად არ მუშაობს.

რა იქნება თქვენი მომავალი ზურასთან?  რას ფიქრობთ, როდემდე გაგრძელდება ის ძალადობა, რასაც იტანთ?

ახლა რასაც გეუბნებით იმედი მაქვს, ვერ ნახავს. არ არის ინტერნეტმომხმარებელი, არც ფეისბუქი აქვს, ტელევიზორსაც ნაკლებად უყურებს. მხოლოდ ფეხბურთი უყვარს. მე ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ დანაშაულის გრძნობა მაქვს. 11 წელია ამ სინანულით ვცხოვრობ. თავის დროზე ნინოსთან ზურას დანაბარები მიმეტანა, ახლა ისინე ერთად და ბედნიერად იცხოვრებდნენ. მეც სხვა ცხოვრება მექნებოდა ალბათ, მაგრამ მაშინ ბავშვურმა უჭკუობამ გამაბრიყვა და მომავალი ვერ განვსაზღვრე. ვიცხოვრებ იმის იმედად, რომ ზურა ოდესმე შეიცვლება, სასიკეთოდ. ახლა 4 თვის ფეხმძიმედ ვარ, მაგრამ ექოსკოპიაზე მისვლის მეშინია. ღმერთს ვთხოვ ბიჭი შვილი მაჩუქოს. იქნებ ჩემი ურთიერთობა ზურასთან დალაგდეს.

 

“მირტყამდა უმოწყალოდ,ანთებული სიგარეტი დამადო,”-მოძალადე ქმარი თავისუფალია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები